Monday, June 18, 2018

პრეზენტაცისს შეფასების რუბრიკა

პრეზენტაციის რუბრიკა

3
2
1
მიზნები

პრეზენტაციაში მკაფიოდ არის გამოკვეთილი მოცემული თემის ძირითადი პრობლემები. ზუსტად და ნათლად ჩანს შესადარებელი საგნები და მოვლენები (რუსეთ - საქართველოსა და საქართველო-ევროპის ურთიერთობები). „მგზავრის წერილებზე“ დაყრდნობით დააფიქრებს აუდიტორიას საკუთარ მოქალაქეობრივ ვალზე ქვეყნის წინაშე და თავისუფლების არსზე.

პრეზენტაციაში არ არის მკაფიოდ გამოკვეთილი მოცემული თემის ძირითადი პრობლემები. ბუნდოვნად ჩანს შესადარებელი საგნები და მოვლენები (რუსეთ - საქართველოსა და საქართველო-ევროპის ურთიერთობები). „მგზავრის წერილებზე“ დაყრდნობით დააფიქრებს აუდიტორიას საკუთარ მოქალაქეობრივ ვალზე ქვეყნის წინაშე და თავისუფლების არსზე.


პრეზენტაციაში ძალიან ბუნდოვანია მოცემული თემის ძირითადი პრობლემები. შეუძლებელია შესადარებელი საგნებისა და მოვლენების (რუსეთ - საქართველოსა და საქართველო-ევროპის ურთიერთობები) გამოკვეთა. მოცემულ მასალაზე დაყრდნობით არ არის შესაძლებელი აუდიტორია დააფიქროს საკუთარ მოქალაქეობრივ ვალზე ქვეყნის წინაშე და თავისუფლების არსზე.

შინაარსი

შინაარსი სრულყოფილია და სრულად ასახავს მოცემული საკითხის ძირითად ინფორმაციას. თან დართული აქვს შინაარსთან ადეკვატური ვიზუალური მასალა.

შინაარსში გარკვეული დეტალები გამოტოვებულია და სრულად ვერ ასახავს მოცემული საკითხის ძირითად ინფორმაციას. ვიზუალური მასალა ნაწილობრივ შეესაბამება შინაარსს.


შინაარსობრივი მხარე ძალიან ზოგადია. არ არსი გამოყოფილი პრობლემები. მასალის ორგანიზება გაუგებარია. თან არ ერთვის ვიზუალური მასალა.


შემოქმედებითობა/ვიზუალი

ნაშრომში ნაჩვენებია საინტერესო და ორიგინალური დეტალები. გამოყენებული ფოტომასალა თემასთან შესაბამისია.

შემოთავაზებულია ნაწილობრივი დეტალები.


მოძიებულია თემასთან შეუსაბამო დეტალები. არ არის სათანადო რესურსები.

აუდიტორია

მასალა დაწერილია აუდიტორიისთვის გასაგებ ენაზე. მოსალოდნელ შეკითხვებზე პასუხები დეტალურად არის გაცემული.
მასალები წარმოდგენილია აუდიტორიისთვის არასრულყოფილად. არ არის გათვალისწინებული აუდიტორიის ასაკობრივი ზღვარი.

პრეზენტაცია დაწერილია აუდიტორიისთვის გაუგებარ ენაზე.


ენა

არ არის დაშვებული მართლწერაში შეცდომები.

ნაწილობრივ არის დაცული მართლწერის ნორმები.

არ არის დაცული გრამატიკული ნორმები, დაშვებულია ბევრი შეცდომა.



Saturday, June 16, 2018

"ვეფხისტყაოსნის" ილუსტრაციები

https://photopeach.com/album/145396l
ილია ჭავჭავაძე

5 BEST NEW TECHNOLOGY THINGS COMING IN 2018

პირველი პოსტი



დავიწე ისტ-ის ტრენინგი, რომელიც მიზნად ისახავდა თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებას საგაკვეთილო პროცესში. ტრენინგი საინტერესოდ და დინამიურად მიმდინარეობდა. ამან კიდევ ერთხელ აჩვენა, ისტ-ის დახმერებით  შეიძლება უფრო მრავალფეროვანი იყოს ნებისმიერი გაკვეთილი. ტრენინგზე მივიღე ბევრი სასარგებლო რჩევა.