რუბრიკები




   გაკვეთილში ჩართულობის შეფასების რუბრიკა

ქულები და კრიტერიუმები
9-10
7-8
4-5-6
3-2-1
აქტიური მონაწილეობა
ყოველთვის მონაწილეობს  და ხშირად წარმართავს კიდეც საკლასო მსჯელობას
ყოველთვის მონაწილეობს
ხშირად მონაწილეობს
იშვიათად  ან საერთოდ არ მონაწილეობს
საკუთარი აზრის დასაბუთებულად წარმოდგენა
ყოველთვის დამაჯერებლად და არგუმენტირებულად წარმოადგენს თავის მოსაზრებას, გაიაზრებს მთავარ პრობლემას.
ზუსტად და ნათლად  გამოკვეთს შესადარებელ საგნებსა და მოვლენებს (რუსეთ - საქართველოსა და საქართველო-ევროპის ურთიერთობები). „მგზავრის წერილებზე“ აუდიტორიის წინაშე დაყრდნობით აფიქსირებს  საკუთარ მოქალაქეობრივ ვალზე ქვეყნის წინაშე და თავისუფლების არსზე.
თითქმის ყოველთვის ასაბუთებს საკუთარ მოსაზრებას. გაიაზრებს მთავარ პრობლემას.
გამოკვეთს შესადარებელ საგნებსა და მოვლენებს (რუსეთ - საქართველოსა და საქართველო-ევროპის ურთიერთობები). „მგზავრის წერილებზე“ აუდიტორიის წინაშე დაყრდნობით უჭირს აფიქსირებს  საკუთარი აზრის დაფიქსირება.
არც თუ ისე ხშირად, მაგრამ ახერხებს საკუთარი აზრის დასაბუთებას. უჭირს მთავარი პრობლემის  გამოკვეთა. არ შეუძლია ფაქტებისა და მოვლენების ერთმანეთთან დაკავშირება და მსჯელობა მათ მსგავსება-განსხვავებაზე.
უჭირს გამართულად საუბარი, ვერ ასაბუთებს საკუთარ აზრს. არ შეუძლია მთავარი პრობლემის ამოცნობა და ფაქტებისა და მოვლენების ერთმანეთთან დაკავშირება.
სხვისი აზრის პატივისცემის დემონსტრირება
უსმენს სხვებს და საკუთარ მოსაზრებას გამოთქვამს მოსმენილზე დაყრდნობით. კორექტულია და ამჟღავნებს სხვისი აზრის მიმართ პატივისცემას
უსმენს სხვებს და საკუთარ მოსაზრებას გამოთქვამს მოსმენილზე დაყრდნობით.
უსმენს სხვებს და აცდის საუბრის დამთავრებას
არ უსმენს სხვებს
და არ აცდის საუბრის დამთავრებას
გამართული და სწორი მეტყველება
გამართულად მეტყველებს, აქვს მდიდარი ლექსიკა და შემოქმედებითად იყენებს ენობრივ–გამომსახველობით საშუალებებს
გამართულად მეტყველებს და იყენებს მართებულ სინტაქსურ და გრამატიკულ კონსტრუქციებს
იცავს მართლმეტყველების ელემენტარულ წესებს. მეტ–ნაკლებად გამართულად საუბრობს
არ იცავს მართლმეტყველების ელემენტარულ წესებს




ჯგუფური მუშაობის შეფასების რუბრიკა

ჯგუფის ყველა წევრი ჩართულია
2-1-0
ჯგუფის წევრები უსმენე ერთმანეთს
2-1-0
ჯგუფის წევრები თანამშრომლობენ (აზრის გამოხატვის თანაბარი პირობები)
2-1-0
ჯგუფი პასუხობს შეკითხვებს
2-1-0
ჯგუფი იცავს დროის ლიმიტს
2-1-0






No comments:

Post a Comment