პროექტის სახელწოდება: დიალექტები
პროექტის მთავარი იდეა: სხვადასხვა კუთხის დიალექტების მოძიება.
პროექტის აქტუალობა: სალიტერატურო ენასთან დაკავშირებული პრობლემები დღეს
ძალზე აქტუალურია. ენას დაცვა სჭირდება. მეტყველების დროს სალიტატურო ფორმებში ხშირად
ვურევთ დიალექტიზმებს, რაც სწორად მეტყველებას უშლის ხელს.
პროექტის მიზნები:
მოსწავლე შეძლებს:
·
გაიცნოს
და შეისწავლოს საკუთარ კუთხეში გავრცელებული დიალექტიზმები;
·
შეადაროს
დიალექტიზმები სალიტერატურო ქართულს;
·
აღმოაჩინოს
მსგავსება-განსხვავება სხვადასხვა დიალექტს შორის;
·
დაახარისხოს
ისინი გამოყენების სიხშირის მიხედვით;
·
გამოავლინოს
დიალექტიზმების დადებითი და უარყოფითი მხარეები;
·
წარმოადგინოს მათი გავრცელების
საშუალებები.
მოსწავლეთა
ასაკი: 12-13 წელი
პროექტის
ხანგრძლივობა: 3 თვე
ამოსალოდნელი
შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:
ვმვ ჩანაწერები;
ფლაერები;
ფოტო და ვიდეომასალა;
ინტერვიუები;
პრეზენტაციები;
ბუკლეტები;
ესეები;
სტატია.
პროექტისთვის
საჭირო რესურსები:
კომპიუტერი, ინტერნეტი, დიქტოფონი, ციფრული კამერა, პროექტორი; საჭირო ლიტერატურა;
ფორმატისა და თაბახის ფურცლები;
ფანქრები და კალმები.
პროექტის მსვლელობა (ძირითადი
აქტივობები):
პროექტის
დასაწყისში ვმვ ჩანაწერების მიხედვით გავარკვევ მოსწავლეების ცოდნას
დიალექტიზმებზე და იმას, რა უფრო აინტერესებთ საკთხთან დაკავშირებით.
დაამზადებენ საინფორმაციო ფლაერებს კვლევასთან დაკავშირებით.
დაიყოფიან ჯგუფებად სხვადასხვა კუთხის დიალექტის შესწავლის მიზნით.
პროექტის განმავლობაში გადაიღებენ თემატურ ფოტო- და
ვიდეომასალას. ჩაწერენ ინტერვიუებს სხვადასხვა კუთხის წარმომადგენლებთან დიალექტიზმების
გამოვლენად. გააკეთებენ ჩანაწერებს.
ჯგუფებში მუშაობის შედეგად წარმოადგენენ და ერთმანეთს
გააცნობენ პრეზენტაციებს საკუთარ მხარეში არსებულს
დიალექტებზე. შექმნიან ბუკლეტებს პარალელური
ფორმებით: დიალექტები და სალიტერატურო ენა. დაწერენ ესეს ‒სახელწოდებით „ჩემი დიალექტი“ და გააცნობენ აუდიტორიას; შექმნიან საგაზეთო
სტატიას „სალიტერატურო ენა და დიალექტები“, რომელშიც აღწერილი იქნება დიალექტიზმების
დადებითი და უარყოფითი მხარეები; შეავსებენ თვითშეფასების კითხვარს, რისი გაკეთბა შეძლეს
ძალიან კარგად, რისი გაკეთება შეიძლებოდა უკეთ და რა არ გამოუვიდათ.
საგნებთან/საგნობრივ
ჯგუფებთან / ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ქართ. VII. 1. მოსწავლეს შეუძლია უცნობი ინფორმაციის შემცველი ტექსტების მოსმენა და ზეპირი ინფორმაციის წარმოდგენა აუდიტორიის წინაშე.
ქართ. VII. 6. მოსწავლეს შეუძლია ზეპირი კომუნიკაციის სტრატეგიების შესაბამისად გამოყენება
ქართ. VII. 11.
მოსწავლეს შეუძლია წერილობითი ტექსტების შექმნა სხვადასხვა მიზნით.
ქართ. VII. 13.
მოსწავლეს შეუძლია წერილობითი ტექსტის ორგანიზაციის წესებისა და ენობრივი ნორმების დაცვა. ქართ.
VII.
14. მოსწავლეს შეუძლია წერის სტრატეგიების გამოყენება ნაწერის ეფექტური ორგანიზებისათვის.
პროექტის
ხელმძღვანელი: ნატა დავითაშვილი
ხელმძღვანელის
ელფოსტა: natadavitashvili28@gmail.com
No comments:
Post a Comment